m moodi.ge ქართული სოციალური სივრცე
Moodi

წესები

ეს გვერდი არის მოკლე შეთანხმება, რომ Moodi დარჩეს უსაფრთხო, ცოცხალი და სასიამოვნო სოციალური სივრცე.

1. პატივისცემა

აკრძალულია შეურაცხყოფა, მუქარა, დევნა, სიძულვილის ენა და სხვა მომხმარებლის დამცირება.

2. ნამდვილი კომუნიკაცია

არ გამოიყენო სხვისი ფოტო, სხვისი იდენტობა, ყალბი პროფილი ან განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია.

3. სპამი და რეკლამა

მასობრივი შეტყობინებები, ბმულების სპამი, გარიგებები და არასასურველი რეკლამა შეიძლება დაიბლოკოს.

4. ფოტოები და კონტენტი

ატვირთე მხოლოდ შენი ან ნებადართული ფოტო. უკანონო, ძალადობრივი ან აშკარად შეუფერებელი მასალა წაიშლება.

5. სასაუბრო და Feed

საერთო სივრცეში ნუ flood-ავ, ნუ აყენებ პროვოკაციას და ნუ წერ იმას, რაც სხვებს გარემოს უფუჭებს.

6. მონეტები და თამაშები

მონეტების ბოროტად გამოყენება, bug abuse ან ხელოვნური მოგებები შეიძლება გაუქმდეს ადმინისტრაციის მიერ.

7. მოდერაცია

ადმინისტრაციას შეუძლია გაფრთხილება, mute, ბლოკი, IP ბლოკი ან კონტენტის წაშლა წესების დარღვევისას.

8. დახმარება

პრობლემის, შეურაცხყოფის ან საეჭვო აქტივობის შემთხვევაში გამოიყენე რეპორტი ან მხარდაჭერის ტიკეტი.